ახალი ამბები
ქუთაისში გალა კონცერტზე "ნიკოლშოუ“ და "მგზავრები" იმღერებენ
FaceBook
ქუთაისელი მსმენელებისთვის "ნიკოლშოუ" და "მგზავრები" იმღერებენ.

ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

მსმენელებისთვის "ნიკოლშოუ" და ჯგუფი "მგზავრები" იმღერებენ. კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებენ ადგილობრივი შემსრულებლები.

ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, ადგილზე კი ამ საქმეს ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური კურირებს.

საზეიმო შოუზე დახარჯული თანხის რაოდენობა უცნობია.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გალა კონცრეტი საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.

დასწრება თავისუფალია.

ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ფეიერვერკი დაასრულებს.

Print