ახალი ამბები
ბრალდებები პოლიტიკურ დისკრიმინაციასა და ნეპოტიზმში
FaceBook
ხარაგაულის ხელისუფლება დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრის ბრალდებებს ისმენდა.

ქეთევან გიორგაძე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს.

გიორგაძეს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის ობიექტუროობაში ეჭვი ეპარება. ის ამბობს, რომ მაღალი ქულების მიუხედავად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძალისხმევით, მისი კანდიდატურა პარტიული ნიშნით დაიბლოკა.

"83 ქულა ავიღე კონკურსში. ამის მიუხედავად, საბოლოო ეტაპზე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურის თანამშრომლის ვაჟა მაჭავარიანის და ეკა მაჭავარიანი გადაიყვანეს, რომელსაც მხოლოდ 65 ქულა აქვს მიღებული. ეს მოხდა იმიტომ, რომ მე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვარ",-ამბობს ქეთევან გიორგაძე.

ქეთევან გიორგაძის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს ხარაგაულის გამგებლის მოადგილე. პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ხარაგაული საზოგადოებრივ ცენტრში კონკურსი მუნიციპალიტეტისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა.
"იმის დაბრალება, რომ ჩვენ იუსტიციის სამინისტროს ვაძლევთ რეკომენდაციებს, ძალიან სასაცილოა. ვფიქრობ, ქალბატონი ქეთევანი თავად მანიპულირებს პოლიტიკური ნიშნით",-განაცხადა პაატა გოგოლაძემ.

ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრის შენობა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გაარემონტა, რაზეც ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი დაიხარჯა.

Print