ახალი ამბები
სიმღერით ნაამბობი მონატრების ისტორია (ვიდეო)
FaceBook

„დღეს ქართველებს ვაჩვენე, როგორ ვცხოვრობთ თურქეთში,“ – ეს ისტორია მომღერალმა ბაიარ შაჰინ გუნდარიძემ ქუთაისში მოყვა.


საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მან კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაზე შემსრულებლის კლიპის „მენატრები ჩემო ხულო“ პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, მსმენელებითვის მან ოთხი სიმღერა შეასრულა. მანამდე უნივერსიტეტის სტუდენტებისგან საჩუქრად მიიღო ილურსტრირებული წიგნი და კალამი, რომელზეც მომღერილის სახელი და გვარი იყო ამოტვიფრული.



უნივერსიტეტის დარბაზში სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და დაინტერესებული პირების სიმრავლე იყო. მათი თქმით, მსგავსი შეხვედრები ყოველთვის ამაღელვებელია. აღნიშნეს ისიც, რომ ქართველი ახალგაზრდობა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს უნდა იცნობდნენ.

„პირველად დღეს გავიგე ამ შემსრულებლის შესახებ. კარგია რომ გავიცანი და მისი სიმღერაც მოვისმინე,“ – განაცხადეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
მომღერალი, რომელსაც თურქეთში „ქართველ მარგალიტად“ იცნობენ, წარმოშობით მაჭახელადან არის. 13 წლიდან ის სტამბოლში ცხოვრობს. თურქეთის მოქალაქეა, თუმცა, სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევს.

კონცერტში ასევე, მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ადილა“.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო წერეთლის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. სასწავლებლის აკადემიური პერსონალის განმარტებით, სააღამომ წარმატებით ჩაიარა.

 

Print