ახალი ამბები
ირლანდიის სარაგბო ნაკრებში ქუთაისელი ვახტანგ აბდალაძე ითამაშებს
FaceBook
ირლანდიის 20 წლამდელთა სარაგბო ნაკრებში ქუთაისელი სპორტსმენი ვახტანგ აბდალაძე ითამაშებს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნაიჯელ კაროლენმა 28 კაციან სიაში 5 მორაგბე შეიყვანა, რომელთაც მანამდე 20 წლამდელთა ნაკრებში არ უთამაშიათ.

ერთ–ერთი მათგანია ვახტანგ აბდალაძე, რომელიც ქუთაისში დაიბადა. ის უკვე 14 წელია მშობლებთან ერთად ირლანდიაში ცხოვრობს და ლეინსტერის "კლონტარფის სარაგბო კლუბის" ღირსებას იცავს.

გუნდი საკუთარ ოფიციალურ ვებ–გვერდზე ვახტანგ აბდალაძეს ირლანდიის ნაკრების წევრობას მილოცვით ეხმაურება.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა სპორტსმენის მამაც რაგბისტი გახლდათ. ნიკა აბდალაძე ჯერ ქუთაისის "აიას", შემდეგ კი ბათუმის "დათვების" შემადგენლობაში თამაშობდა.

მსოფლიოს 20-წლამდელთა სარაგბო პირველობაზე, რომელიც მანჩესტერში მიმდინარე წლის 7–25 ივნისს გაიმართება, საქართველოს როვნული ნაკრები ახალი ზელანდიის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ირლანდიელებთან მატჩი 15 ივნისს გაიმართება.
Print