ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობა გზის საფარის აღდგენას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში მესხიშვილის ქუჩის მესამე შესახვევის მოსახლეობა გზის საფარის აღდგენას ითხოვს.

ადგილობრივების განცხადებით, ქუჩა წლების განმავლობაში არ შეკეთებულა, რის გამოც ფეხით და მანქანით გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ.

"განსაკუთრებით რთულია მოძრაობა უამინდობის პირობებში," – აცხადებს მოსახლეობა.

მათივე განმარტებით, მესხიშვილის ქუჩის მესამე შესახვევის მიმდებარედ გზის საფარი ყველგან დაიგო.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამავე ქუჩის რეაბილიტაციისთვის შესაბამისი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უკვე არსებობს.

"სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება. თუმცა, თუკი სატენდერო ეკონომიის შედეგად თანხა გამოთავისუფლდება, შესაძლებელია ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება წელსვე მოხდეს," – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე.

Print