ახალი ამბები
ქუთაისში საბავშვო ბაღების გაერთიანების სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს
FaceBook
გაერთიანების ყოფილი თანამშრომლები ბრიფინგის გამართვას დღეს გეგმავენ.

ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილეები და პრესსამსახურის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გაერთიანების ყოფილი თანამშრომლები ბრიფინგის გამართვას დღეს გეგმავენ.

ქუთაისიპოსტი უკვე ყოფილი თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღის წინ წერდა.

ქუთაისის საბავშვო ბაღებში ატესტაცია 2015 წლის 23 აგვისტოს დაიწყო და 4 სექტემბერს დამთავრდა.
ტესტირება ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის 21-მა თანამშრომელმა, ხოლო საბავშვო ბაღების ფილიალის 25-მა თანამშრომელმა გაიარა.

ქუთაისის # 1, 13, 15 და 17 ბაგა-ბაღებში 2015 წლის 11 დეკემბერს 187 თანამშრომელი, პირობების გაუმჯობესებისა და სახელფასო ანაზღაურების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ.

2016 წლის 13 იანვარს კი ამავე ფილიალების (#1, #13, #17,#15) ხელმძღვანელებითანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების ერთ-ერთი ფილიალის (#15) გათავისუფლებულმა ხელმძღვანელმა ნანა კაკაურიამ, ააიპ დაწესებულებას სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოუგო.

Print