ახალი ამბები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხმა 1051-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა
FaceBook
სოფელ წყალტუბოს თემში 3481 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 1051 ადამიანმა დააფიქსირა. სოფელ წყალტუბოს თემში 3481 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სოფლების წყალტუბოს, ჩუნეშის, ქვილიშორისა და წყალტუბოს მცხოვრებლებმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. არჩევნებში  "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს ბუხუტი ფირცხალავა იყრის,  "თავისუფალი დემოკრატებიდან" ვანო როყვა, ხოლო "ქართული ოცნებიდან" -  მურად ზაქარიაძე.

წყალტუბოს საკრებულოში სულ 32  დეპუტატია, აქედან მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 17 წევრს აქვს. ამომრჩევლები დღეს სოფელ წყალტუბოს თემის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. 

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ წევრს, ილია აფხაძეს, რომელმაც წყალტუბოს თემის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მიიღო, ავადმყოფობის გამო,  2015 წლის 9 ოქტომბრიდან უფლებამოსილება,  ვადაზე ადრე შეუწყდა.  მოგვიანებით  კი,  გარდაიცვალა.

საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა.

სოფელ წყალტუბოს თემის გარდა, 22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის (გლდანი), გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარ­ის თემები); კასპის (მეტეხის თემი); ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მიმდინარეობს. 
Print