ახალი ამბები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დაიწყო
FaceBook
წყალტუბოში დღეს შუალედური არჩევენებია. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ამომრჩევლებმა ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ.

სოფლების წყალტუბოს, ჩუნეშის, ქვილიშორისა და წყალტუბოს მცხოვრებლემა არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობიდან"  კენჭს იყრის ბუხუტი ფირცხალავა, "თავისუფალი დემოკრატებიდან" ვანო როყვა და "ქართული ოცნებიდან"  მურად ზაქარიაძე.

საის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის გიორგი სანტურიანის განმარტებთ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხმის მიცემა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 

სოფელ წყალტუბოს თემში 3481 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ წევრს, ილია აფხაძეს, რომელმაც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მიიღო, ავადმყოფობის გამო 2015 წლის 9 ოქტომბრიდან უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, მოგვიანებით - გარდაიცვალა.

სოფელ წყალტუბოს თემის გარდა, 22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის (გლდანი), გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარ­ ის თემები); კასპის (მეტეხის თემი); ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება.

წინასაარჩევნო გაწყობა ნახეთ აქ.
Print