ახალი ამბები
საქართველოს 7 ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
FaceBook
2016 წლის შუალედურ არჩევნებზე 54 314 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
22 მაისს, საქართველოს მასშტაბით 7 ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.

საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს, წყალტუბოში, ოზურგეთში, ხობში, ზუგდიდში, გლდანში, გარდაბანსა და კასპში აირჩევენ. კანდიდატი 5 საარჩევნო სუბიექტს ყავს წარმოდგენილი. ესენია: №1 – "თავისუფალი საქართველო", №5 – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", №24 – "სახალხო ხელისუფლება" , №33 – ირაკლი ალასანია - "თავისუფალი დემოკრატები", №41 – "ქართული ოცნება".

არჩევნებში, მონაწილეობას ასევე  ორი საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი იღებს. აქედან იმერეთში წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ წყლატუბოს თემში " ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს იყრის ბუხუტი ფირცხალავა, "თავისუფალი დემოკრატებიდან" ვანო როყვა, ხოლო "ქართული ოცნებიდან" მურად ზაქარიაძე.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, წყალტუბო - ქუთაისის გზაზე დროშებით "ქართული ოცნების" კანდიდატის მხარდასაჭერი აქცია მოაწყვეს.


საარჩევნო უბნები ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათზე გაიხსნება. ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება.

2016 წლის შუალედურ არჩევნებზე 54 314 ამომრჩეველია რეგისტრირებული.



Print