ახალი ამბები
წინასაარჩევნო განწყობა შუალედურ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე წყალტუბოში (ფოტო)
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ხვალ შუალედური არჩევნები გაიმართება.

სოფლების - წყალტუბოს, ჩუნეშის, ქვილიშორისა და წყალტუბოს მე- 2 უბნის ამომრჩევლები საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ქუთაისი - წყალტუბოს გზაზე "ქართული ოცნების" დროშებით ავტომობილების კოლონით გადაადგილდებოდნენ.

ადგილობრივებმა არჩევანი"ქართული ოცნების", "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის უნდა გააკეთონ.

სოფელ წყლატუბოს თემში შუალედურ არჩევნებისთვის" ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს იყრის ბუხუტი ფირცხალავა, "თავისუფალი დემოკრატებიდან" ვანო როყვა, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატი მურად ზაქარიაძე გახლავთ.





წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ წევრს, ილია აფხაძეს, რომელმაც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მიიღო, ავადმყოფობის გამო 2015 წლის 9 ოქტომბრიდან უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, მოგვიანებით - გარდაიცვალა.

სოფელ წყალტუბოს თემში ამ დროისთვის 3481 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის ხვალ დილის 08:00 სთ-დან გაიხსნება, ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს.

ფოტორეპორტაჟი ნახეთ აქ:




Print