ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში NGO სექტორმა მოხალისეთათვის გამოფენა გამართა
FaceBook
გამოფენა-ფორუმის მიზანი მოხალისეობრივი კულტურის პოპულარიზაციაა.


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდი" -ის და "მშვიდობის კორპუსის" ორგანიზებით, მოხალისეთა ყოველწლიური გამოფენა-ფორუმი გაიმართა.

იმერეთის რეგიონში მოქმედმა 20–მდე NGO სექტორის წარმომადგნელმა საკუთარი ორგანიზაციის შესახებ საინფორმაციო ბროშურები და მიმდინარე პროექტები წარმოადგინეს.

გამოფენა-ფორუმის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანი მოხალისეობრივი კულტურის პოპულარიზაციაა.

"წარმოდგენილი არის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია მოხალისედ ჩაეწეროს. მათ შენსი აქვთ მიიღონ საჭირო ინფორმაცია იმ საზოგადოებრივი სიკეთეების შესახებ, რაც მოხალისეობრივი პროექტების შედეგად მიიღება," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია"ჰელფინგ ჰენდი" -ის აღმასრულებულმა დირექტორმა, თინათინ მესხმა.

გამოფენა-ფორუმში მონაწილეობს ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დილოგი", რომელმაც მსურველებს საკუთარი პროექტები წარუდგინა.

"ახალგაზრდებს გავაცანით ჩვენი გეგმები და ის შესაძლებლობები, თუ როგორ შეიძლება გახდნენ პროექტის მონაწილეები," - განაცხადა "თაობათა დიალოგის" გამგეობის წევრმა, ციცინო ძაგუამ.

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი, ანა გაბისიანი ქუთაისში არსებული სკაუტთა ასოციაცია "დია" დაინტერესდა და მოხალისობაზე განაცხადი შეავსო.

"თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის გეგმებს გავეცანი, მაგრამ სკაუტთა ასოციაცია და ეკოლოგია ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მინდა, რომ მსგავსი გამოფენები ხშირად ჩატარდეს," - განაცხადა ანა გაბისიანმა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხალისეთა გამოფენა-ფორუმი დღეს დასრულდება.
Print