ახალი ამბები
შეთავაზება ქუთაისის მერს - კიკვიძის ძეგლს უსასყიდლოდ ავიღებთ
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაციას "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებს ქუთაისის მერთან შეთავაზება აქვს. ქალაქის პირველ პირს კიკვიძის ძეგლის ასაღებად ტენდერის გამოცხადებას სთხოვენ, რის შემდეგაც აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები  უასყიდლოდ  აპირებენ ძეგლის აღებას. 

" ძეგლს ვერ ავიღებთო, ქამრების მოჭერით ვართ დაკავებულიო. კარგია, ხარჯები უნდა დაიზოგოს, იმედია საკრებულოს თავმჯდომარის მანქანის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს ჩაშლიან და კიკვიძის ძეგლის ჩამოგდების უფლებას საინიციატივო ჯგუფს დაგვითმობენ. გამოაცხადონ ტენდერი და უსასყიდლოდმივხედავთ ამ საქმეს", - აცხადებენ "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები.
აღნიშნულ შეთავაზებაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში პასუხობენ: "ის ადგილი ცარიელი ვერ დარჩება. ამიტომაც ვიდრე სამაგიერო არ იქნება შერჩეული, მანამ  არ მოხდება ამ ძეგლის აღება", - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.
თეკლე მორგოშია
Print