ახალი ამბები
ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების მცდელობაზე გამოძიება მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალური ბაზრის უკან, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია TBI-ს დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც ორგანიზაციაში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, შემთხვევა გუშინ დღის მეორე ნახევარში მოხდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია TBI ქუთაისში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს.

იმ დროისთვის, როდესაც სამმა უცნობმა პირმა დაწესებულების დაყაჩაღება სცადა, ოფისში ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელმაც განგაშის ღილაკზე თითის დაჭერა მოახერხა.

"ოფისში მარტო ვიყავი და დავინახე მამაკაცი ფანჯრებთან საეჭვოდ იდგა. შემეშინდა და დაცვის პოლიციის სიგნალს იმ წუთშივე დავაჭირე ხელი. ამის შემდეგ, ის პირი გაიქცა. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მამაკაცი მარტო არ იყო. გაქვეცის დროს, მას კიდევ ორი პირი ახლდა," - ამბობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია TBI-ს თანამშრომელი.

მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროში. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყაჩაღობის მცდელობაზე მიმდინარეობს გამოძიება.

"დასტურდება ყაჩაღობის მცდელობის ფაქტი. დამნაშავე პირები არ არიან იდენთიფიცირებულები. მიმდინარეობს გამოძიება," - აცხადებენ შსს-ში.


Print