ახალი ამბები
ქუთაისში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა
FaceBook

სავაჭრო ცენტრის შენობა  3 სართულიანია.


ქუთაისში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. სავაჭრო ობიექტი  "იდეალი" ასათიანის ქუჩა N 98 - შია განთავსებული.

ცენტრის შენობა  3 სართულიანია. 

პირველ სართულზე სამშენებლო მასალები, ხოლო მეორე და მესამე სართულებზე სააბაზანოს ტექნიკა იყიდება.

"მომხმარებელს შეღავათიან ფასებში ხარისხიან პროდუქტს შევთავაზებთ,"- ამბობენ "იდეალის" თანამშრომლები.

სავაჭრო ცენტრი "იდეალი" მუშაობას დღეიდან იწყებს.

ობიექტზე 14 თანამშრომელია დაასაქმებული.

Print