ახალი ამბები
ქუთაისის ჯომარდობის ნაკრები ევროპის თასის ტურნირზე მონაწილეობს
FaceBook
ჯომარდობის ევროთასის ტურნირი მიმდინარე წლის 29 მაისს ბორჯომში გაიმართება.

ქუთაისის ჯომარდობის დიდების ასაკობრივი ნაკრები 2016 წლის ევროპის თასის ტურნირზე მონაწილეობს.

ჯომარდობის ევროთასის შეჯიბრი მიმდინარე წლის 29 მაისს ბორჯომში დაიწყება.

6 წევრისგან შემდგარი ქუთაისის ნაკრები დღეს დილით ბორჯომში გაემგზავრა, სადაც ჩემპიონატის დაწყებამდე სამწვრთნელო შეკრებას გაივლის.

ჯომარდობის მსოფლიო ფედერაციამ ევროთასის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო.

ტურნირის ლოკაციად შეირჩა ბორჯომის ხეობაში სოფელი ჩითახევი, მდინარე მტკვარი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის და სხვა საჯომარდო ტურნირების ჩატარების ტრადიციული ადგილია.

2016 წლის ევროთასზე 11 ქვეყნის ნაკრები გუნდები მონაწილეობს.




Print