ახალი ამბები
ირაკლი ალასანია - ქართველებთან ერთად, ევროპაში უმჯობესი იქნება, ვიდრე რუსეთის ჩექმის ქვეშ
FaceBook
"ეს არის კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, "
ასე ეხმაურება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია რუსეთის მიერ, ცხინვალთან ე.წ. მოკავშირეობის შეთანხმების გაფორმებას.
ალასანიას თქმით, ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ამ ე.წ. ხელშეკრულებას არანაირი სამართლებრივი და საერთაშორისო შედეგი არ ექნება.  
"ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სწორი პოლიტიკა, რაც გულისხმობს სრულ გახსნილობას აფხაზეთან და ოსეთთან, უნდა ავამოქმედოთ სწორი სახალხო დიპლომატია და სავაჭრო ურთიერთობები. მათ უნდა დაინახონ, რომ ქართველებთან ერთად, ევროპაში ყოფნა უკეთესი იქნება, ვიდრე რუსეთის ჩექმის ქვეშ," - 
აღნიშნული განცხადება ალასანიამ, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, საქართველოში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებას" ხელი გუშინ მოაწერა.
პუტინის განცხადებით, "ხელშეკრულება" დაეხმარება ინტეგრაციის პროცესსა და მოკავშირეებს შორის ურთიერთობას რეგიონში.
დოკუმენტი მოსკოვს ანიჭებს უფლებამოსილებას, იზრუნოს სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
ანა ჯანაშია

Print