ახალი ამბები
მე დავინახე ქვეყნის მომავლის საფუძვლები - გიორგი მარგველაშვილი კადეტთა ლიცეუმში
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ორდღიანი ვიზიტი ქუთაისში კადეტთა ლიცეუმის მონახულებით დაიწყო.

პრეზიდენტმა ლიცეუმის სასწავლო ცენტრი, ბიბლიოთეკა და კადეტების საცხოვრებელი დაათვალიერა.

ვიზიტის ბოლოს პრეზიდენტმა სამხედრო სასწავლებლის კურსანტებთან საჯარო ლექცია გამართა და მათ კითხვებს უპასუხა.

"მე დავინახე საქართველოს სიძლიერისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი, ქვეყნის მომავლის საფუძვლები. მე დავინახე ძალიან კარგად მოვლილი, ორგანიზებული სასწავლებელი, ორგანიზებული სტუდენტები და ის სულისკვეთება, რომელიც ხვალ კიდევ უფრო წინ, ძლიერი ნაბიჯით გასწევს ჩვენს ქვეყანას. ბურჯი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სიძლიერის ისტორიულად იყო იარაღით ხელში მყოფი ადამიანი. სასიხარულოა, რომ წელს უკვე გოგონებიც ჩააბარებენ კადეტთა ლიცეუმში, რომლებიც კიდევ უფრო აქტიურს და სწორი ირიენტაციისკენ გადაგვადგმევინებენ ნაბიჯებს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა კადეტთა ლიცეუმს, ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესაძენად, ფინანსური დახმარება გაუწია.

 



Print