ახალი ამბები
გეგმის მიხედვით, ქუთაისი 5 წელიწადში რეგიონის ლიდერი უნდა გახდეს
FaceBook
"ქალაქს შეუძლია პრიორიტეტად დასახელებულ სფეროებში იყოს წამყვანი"



ქუთაისის საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიულ გეგმას, თბილისის, ბათუმის, გორის, ფოთისა და რუსთავის  მერიის ეკონომიკური სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ.

"ქუთაისი 2020"-ის მთავარი პრიორიტეტები კოლეგებს, ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, პაატა კლდიაშვილმა, ქალაქის ვიცე-მერთან კოტე ქავთარაძესთან ერთად გააცნო.

"როგორც ცნობილია განვითარების სტრატეგიული გეგმა ქუთაისისთვის გამოკვეთავს 7 მთავარ პრიოროტეტს, რომელთაგან ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, ქალაქს შეუძლია პრიორიტეტად დასახელებულ სფეროებში იყოს წამყვანი",- განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალო მონაწილოებას იღებენ სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში.

"ქუთაისი 2020" ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი გეგმაა, რომელიც მერიის ეკონომიკურმა სამსახურმა შეიმუშავა. გეგმის მიხედვით, ქუთაისი უახლოეს 5 წელიწადში 7 წამყვან სფეროში რეგიონის ლიდერი უნდა გახდეს.
Print