ახალი ამბები
ირაკლი ალასანია - ვნახე რა გაჭირვებაში ცხოვრობს ხალხი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისელ სტუდენტებს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე და გამოწვევებზე ესაუბრა.
საჯარო ლექცია თემაზე "ჩვენი დასავლური არჩევანი" ალასანიამ სტუდენტებისთვის, ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩაატარა.
ირაკლი ალასანია განმარტავს, რომ სტუდენტები საქართველოს მომავალია და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ, თუ რა არჩევანის წინაშე დგას დღეს საქართველო. ასევე, როგორი არჩევანის გააკეთება იქნება სწორი ქვეყნის განვითარებისთვის.
"ჩემთვის პატივია, რომ ვხვდები სტუდეტებს, ჩვენი სახელმწიფოს მომავალს. მათთან აუცილებელია საუბარი ჩვენი ქვეყნის არჩევანზე, იმაზე თუ რას გვთავაზობს გეოპოლიტიკური გარემო, რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ასევე იმ ეკონომიკურ მდგომარეობაზე რაც ქვეყანაშია. ვიდრე შეხვედრაზე მოვიდოდი, მოსახლეობას შევხვდი ქუთაისში და ვნახე რა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს ხალხი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ საქართველო უკიდურესი გაჭირვებიდან გამოვიდეს,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ანა ჯანაშია
Print