ახალი ამბები
17-18 მაისს პრეზიდენტი ქუთაისს ეწვევა
FaceBook
ორდღიანი ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისს ეწვევა.

ქვეყნის პირველი პირი 17 მაისს  ქუთაისის კადეტთა ლიცეუმს დაათვალიერებს, მოგვიანებით კადეტებისათვის საჯარო ლექციას წაიკითხავს, შემდეგ კი შეკითხვებს უპასუხებს.

პრეზიდეტი ასევე დაესწრება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ქარავან არტ ფორუმი 2016“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, რომელიც 18 საათზე დაიწყება. ხვალვე გიორგი მარგველაშვილი სამეფო რეზიდენციას დაათვალიერებს.

ვიზიტის მეორე დღეს, 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტი გელათის აკადემიას მოინახულებს. რის შემდეგაც ქუთაისის აკაკი წერთლის სახემწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაც გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაათვალიერებს ქართული სამოსის გამოფენას. ვიზიტის ბოლოს  გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალურ მატჩს დაესწრება. 

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება. შეხვედრა 19 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება. 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის გარდა, საქართველოს პრეზიდენტი შესაძლოა წყალტუბოსაც ესტუმროს.
Print