ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
FaceBook
საუბარი ეხება,  კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის ყოფილი თანამშრომლის, ქეთი კიკვიძის საქმეს, რომელიც სამსახურიდან გასულ წელს გაათავისუფლეს.




საქართველოს გაერთიანებილი წყალმომარაგების კომპანია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. კომპანიამ  სარჩელი სასამართლოში მიმდინარე წლის 13 მაისს შეიტანა. 

საუბარი ეხება ქუთაისის სერვისცენტრის ყოფილი თანამშრომლის, ქეთი კიკვიძის საქმეს, რომელიც სამსახურიდან გასულ წელს გაათავისუფლეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ციცინო კიკავძის მიმდინარე წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, წყალმომარაგების კომპანიას ქეთი კიკვაძის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღუარება დაეკისრა.

ქეთი კიკვიძის ინტერეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ფილიალის იურისტი, თამათა კახიძე იცავს. ადვოკატის განმარტებით, მოსამართლემ გადაწყვეტილებასთან ერთად გამოსცა განჩინება, რომლის მიხედვითაც, კომპანიას დაევლა გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, მანამ, სანამ საქმისწარმოება სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. 

ქეთი კიკვიძე, ორ თანამშრომელთან ერთად, სამსახურიდან გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო რამიშვილი ქუთაისიპოტსთან განმარტავს, რომ ორგანიზაციაში კადრების ოპტიმიზაცია განხორციელდა.

"ეს მიზნად ისახვდა მართვის ეფექტურობას და გამოთავისუფლებული თანხებით რეგიონებში მომაუშავე ტექნიკური პერსონალებისთვის პირობების გაუმჯობესებას. ოპტიმიზაცია კანონის სრული დაცვით მოხდა," ,- ამბობს რამიშვილი. 

ამავე თემაზე: 

წყალმომარაგების კომპანიას გათავისუფლებული თანამშრომელი სასამართლოში უჩივის

წყალმომარაგების კომპანიიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო პროცესი მოიგო
Print