ახალი ამბები
ტყიბულში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა - ოჯახს დაკრძალვის თანხაც არ აქვს
FaceBook
ტყიბულის საავადმყოფოში განმარტავენ, რომ  როდესაც დედამ ბავშვი იქ მიიყვანა,  უკვე გარდაცვლილი იყო

7 წლის ბავშვი დაიღუპა ტყიბულში. როგორც გარდაცვლილის დედა და დეიდა ამბობს, სახლში მისვლისას ბავშვი საწოლზე უგონო მდგომარეობაში დახვდათ. რის შემდეგადაც საავადმყოფოში წაიყვანეს.
დედის თქმით, გარდაცვლილი მისი ერთადერთი შვილია. ტყიბულის საავადმყოფოში განმარტავენ, რომ  როდესაც დედამ ბავშვი იქ მიიყვანა,  უკვე გარდაცვლილი იყო და ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანა პოლიციამ.  გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება. 
ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და დაკრძალვის თანხებიც არაქვთ. როგორც მშობლები ამბობენ, სასახლის შეძენა შეძლეს. 
გარდაცვლილის, 7 წლის დათო ანდრიხაევას დედა, მის დასთან და 5 შვილთან ერთად ძველი შენობის ოროთახში, მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

Print