ახალი ამბები
ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ყოფილი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს
FaceBook
"ფერადი მინები დაშლის შემდეგ საწყობში უნდა წავიღოთ"


ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ყოფილი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. ფერადი კონსტრუქციის ობიექტს მერიის დავალებით შლიან.

"მერიის დავალებას ვასრულებთ და ეს ფერადი მინები, დაშლის შემდეგ, საწყობში უნდა წავიღოთ", - განმარტავენ მუშები, რომლებიც შენობის დემონტაჟს ახორციელებენ.

რუსთაველის მოედანზე არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2011 წელს აშენდა. თუმცა, მშენებლობის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, შენობის სახურავიდან წყალი ჩამოვიდა.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ყოფილი შენობა ფერადი მინის კონსტრუქციას წარმოადგენდა. ის მას შემდეგ დაიკეტა, რაც ერთმანეთის მიყოლებით, სამივე შესასვლელი კარი ჩამოვარდა.

იმ დროისათვის ქუთაისის მერიაში განმარატვდნენ, რომ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა.

შენობა მალევე, დაზიანების გამო, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა. საბოლოოდ კი ის ბინას ლუდსახარში "მირზაანის" ყოფილ შენობაში დაიდებს. 

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ტურისტული ცენტრი "მირზაანის" ყოფილ შენობაში მისი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გადავა. საჭირო ხარჯები ადგილობრივ ბიუჯეტში, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხიდან (300 000 ლარი) დაფინანსდება.

რაც შეეხება, რუსთაველის მოედნის ტერიტორიას, ფერადი კონსტრუქციის ობიექტის დემონტაჟის შემდეგ ადგილობრივი მთავრობა იქ ენერგოეფექტური სკვერის მოწყობას გეგმავს.



ამავე თემაზე:

Print