ახალი ამბები
არა ბიზნესის დიქტატურას - ზესტაფონის ფეროში დასაქმებულების მხარდასაჭერი აქცია თბილისში
FaceBook
"სოლიდარობა ზესტაფონს",  "არა ბიზნესის დიქტატურას", "სპეციალური რეჟიმი უდრის შტატების შემცირება", -ამ სლოგანით ამ  წუთებში თბილისში ზესტაფონის ფეროში დასაქმებულების მხადასაჭერი აქცია მიმდინარეობს. 

სოლიდარობის  აქცია  თსუ- ს პირველ კორპუსში მიმდინარეობს, სადაც პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად სტუდენტებიც არიან. 
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ფეროში დასაქმებულებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

ფეროშენადნობთა ქარხნის მუშების მხარდასაჭერი აქციის ორგანიზატორი იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირებია.

პროფკავშირის წარმომადგენლის გოგა ბრეგვაძის განმარტებით, დღეს დაგეგმილი მსვლელობა თსუ-დან "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისამდე არ შედგა.

"თუმცა, იმის გამო რომ "ქართული ოცნების" ყრილობაა და მოძარობა არის გადატვირთული. ამიტომ გადავიფიქრეთ ოფისამდე ფეხით მსველობა. არ გვინდა რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს", - ამბობს გოგა ბრეგვაძე.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებული მუშებისა და პროფკავშირების წამომადგენლების ერთი კვირის წინ დაანონსებული უვადო გაფიცვა არ შედგა. ისინი "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციას სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და კოლექტიური ხელშეკრულების დადებას სთხოვდნენ.



ამავე თემაზე:

ზესტაფონის ფეროში დასაქმებულების მხარდასაჭერი აქცია თბილისში გაიმართება

გაუმჯობესდეს შრომითი პირობები" - მუშების მოთხოვნები ფეროში (ვიდეო)

ზესტაფონის ფეროში დასაქმებულები და პროფკავშირები უვადო გაფიცვას აანონსებენ

Print