ახალი ამბები
"ბერლინის ბანაკი 2016" - პროექტის პრეზენტაცია წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
"ბერლინის ბანაკი 2016" პროგრამა Erasmus + მიერ არის დაფინანსებული.


"ბერლინის ბანაკი 2016" - ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოლოგიის მცველებმა" ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოადგინეს.

პროექტის მთავარი თემა წყლის დაცვაა და მასში მონაწილეობა 17-დან 25-წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

"მონაწილების მიღება შეუძლია ყველას ვისაც აინტერესებს წყლის თემა და მასთა დაკავშირებული პრობლემები. მთავარია მეტად გააქტიურდნენ ახალგაზდები," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოლოგიის მცველების დამფუძნებელმა, ნანუკა ქობულაძემ.

პროექტის კოორდინატორების განცხადებით, პროექტით დაინტერესებულმა ახალგაზდებმა უნდა შექმნან ოთხ კაციანი გუნდი, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებს ჩაატარებენ წყლის პრობლემის მოსაგვარებლად.

"გუნდის წევრებმა წყლის პრობლემები აქტუალურ თემად უნდა აქციონ, ჩაატარონ სხვადასხვა აქციები. მათ მიერ ჩატარებული აქტივობები შეფასდება სპეციალურად შექმნილი ჟიურის მიერ. გამოვლინდება ერთი გამარჯვებული გუნდი, რომელიც გაემგზავრება ბერლინში," - განმარტავს ნანუკა ქობულაძე.

"ბერლინის ბანაკი 2016" პროგრამა Erasmus + მიერ არის დაფინანსებული. ის მიმდინარე წლის 6 ივლისს დაიწყება და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ წყლის პრობლემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.

პროექტით დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოლოგიის მცველების" ვებ-გვერდზე 20 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

Print