ახალი ამბები
ავარია ქუთაისში - დამტვრეულია ორი მსუბუქი მანქანა
FaceBook
"მერსედესის" მარკის ტაქსი მოძრაობის საპირისპირო მხარეს იყო გადასული.


ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შემთხვევის ადგილზე, მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადასული ტაქსი "ნივის" მარკის ავტომობილს დაეჯახა.

როგორც შსს - ში განმარტავენ ავარიის შედეგად ერთი პირი მსუბუქად დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
Print