ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორი ახალ მოადგილეზე - ნადირაძე იყო ჩვენი პარტიის წარმომადგენელი
FaceBook
იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოტსზე პაატა ნადირაძე ოფიციალუარდ წარადგინეს. მხარის რწმუნებულმა გივი ჭიჭინაძემ თავისი პირველი მოადგილე სამხარეო ადმინისტრაციას და ჟურნალისტებს წარუდგნა. "ამ ადამიანს ჩემზე უკეთ იცნობთ და არის იმერელი ადამიანი. რომელიც არის პროფესიონალი ყველა საქმეში. პაატა ნადირაძე იყო ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში", - განაცხადა წარდგენაზე ჭიჭინაძემ.
გუბერნატორმა უკვე ყოფილ მოადგილეს, ალექსანდრე იოსებაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
აღნიშნული ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ახალი გუბერნატორის დანიშვნის შემდეგ დაწერა.
იმერეთის ახალი გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის თქმით, იმერეთის სამხარეო ადმინსიტრაციაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.
თეკლე მორგოშია
Print