ახალი ამბები
დავით ყიფიანის თასის ფინალზე დასწრება თავისუფალი იქნება
FaceBook
დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საფეხბურთო მატჩზე, რომელიც მიმდინარე წლის 18 მაისს გაიმართება, დასწრება თავისუფალი იქნება.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის "სიონმა" არსებობის ისტორიაში მეორედ მოახერხა საქართველოს თასის ფინალში გასვლა. პირველად, 2002-2003 წლის სეზონის თასის ფინალშიც "სიონის" მეტოქე თბილისის "დინამო" გახლდათ, რომელიც ამ ტიტულის მოსაპოვებლად მეთხუთმეტედ იბრძოლებს.

რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედოს", კლუბი საქართველოს ჩემპიონის თასის ფინალში გამარჯვებულად ორჯერ, 1998-99 და 2000-2001 წლების საფეხბურთო სეზონში გამოვლინდა.

Print