ახალი ამბები
ქუთაისში პირველი საერთაშორისო მეტალ-ფესტივალი გაიმართება
FaceBook
მეტალ-ფესტივალის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული შემსრულებლები არიან.

ქუთაისში პირველი საერთაშორისო მეტალ-ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი სახელწოდებით "KUTAISI COLOSSEUM OPEN AIR 2016" ქუთაისში 6 ივნისს კოლიზეუმის ტერიტორიაზე (სკოლა "პროგრესის" უკან) ჩატარდება.

მეტალ-ფესტივალში მონაწილებას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული შემსრულებლები:

Sadist – Progressive Death Metal (იტალია)
Thy Disease – Industrial Groove Metal (პოლონეთი)
The Mins – Alternative/ New Progressive Rock
Psychonaut 4 – Post-Soviet Suicidal Black Metal
The Jetbird – Punk blues/Garage rock/Indie Rock/Passion rock/Fashion punk
VRIL YA – Experimental/Thrash/Death Metal
X-MachinE – Thrash Metal
ერეკლე დეისაძე – Erekle Deisadze & Vinda Folio
Reverse – Alternative Metal
CrossRoad – Metal/Hard Rock

ბილეთების გაყიდვა 3 მაისიდან დაიწყო. ფასტივალზე დასწრების მსურველებს მათი შეძენა თეთრ ხიდთან, სიყვარულის ბაღის წინ, მარკეტ "სანოში" და biletebi.ge – ის მეშვეობით შეუძლიათ.


Print