ახალი ამბები
დატბორილი ცენტრალურ უბანი ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
წყალქცევის მიზეზი ქუთაისის ცენტრალურ უბანში დაზიანებული წყლის მილია.

ქუთაისში ტაბიძის ქუჩა დატბორილია.

წყალქცევის მიზეზი ქუთაისის ცენტრალურ უბანში დაზიანებული წყლის მილია.

აღნიშნული დაზიანების თაობაზე "ქუთაისიპოსტი" გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალს დაუკავშირდა.

როგორც წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი მერაბ ბობოხიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, წყლის მილის დაზიანება
წყალმომარაგების ქსელის გამოცვლამ გამოიწვია.

"მიმდინარეობს ახალ ქსელზე გადართვა რის გამოც, ქუთაისში წერტილოვანი დაზიანებები ფიქსირდება, თუმცა სამუშაოიები დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს,"- აცხადებს ბობოხიძე.

მისივე ინფორმაცით,  ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე დაზიანებული წყლის მილის შეკეთება ხვალ მოხდება.



Print