ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ქართული ეროვნული სამოსის კვლევის შედეგები წარმოადგინეს
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ეროვნული სამოსის კვლევის ერთი წლის შედეგები წარმოადგინეს.
ნაციონალური ტანსაცმლის შესახებ კვლევას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიზაინის და ტექნოლოგიების დეპარტამენტი ახორციელებდა.

"ჩვენ ვსწავლობთ ქართულ ეროვნულ სამოსს, მის ევოლუციას, ფორმებს. ვიმოგზაურეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში იმისთვის რომ, შეგვესწავლა და წარმოგვედგინა კვლევა, რომელიც საინტერესო იქნება, როგორც ახალგაზრდებისთვის და დიზაინერებისათვის, ასევე ქართული მატერიალური კულტურით დაინტერესებული პირებისთვის," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნინო დოლიძემ.

კვლევაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიზაინის და ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილება.

საგრანტო პროექტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელოვნებო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

პროექტი "ქართული ეროვნული სამოსის კვლევა ილუსტრირებული ცნობარის და ნიმუშების დამუშავებით"  შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადაფინანსებით უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.

მკვლევარები პროექტის დასასრულს ილუსტრირებულ ცნობარს გამოსცემენ, რომელშიც მათ მიერ დამუშავებული ეროვნული სამოსის ნიმუშები მოხვდება.



Print