ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტების და თანამშრომლების ექსკლუზიური ნამუშევრები გამოიფინა
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელოვნებო კვირეულის ფარგლებში გამოფენა მოეწყო.



გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის დიზაინისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტების, ასევე, თანამშრომლების ნამუშევრები. 

მათ მიერ ნაჩვენები იყო ორი წლის მანძილზე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის დიზაინის და ტექსტილის ტექნოლოგიების მიმართულებით შესრულებული ხელოვნების ნიმუშები - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ნაქარგები, თექით შერულებული ნამუშევრები.

"აქ წარმოდგენილი ნამუშევრები არის ექსკლუზიური, ხელოვნების ნიმუშები, რომლებმაც გასულ წელს უკრაინის საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს," - განაცხადა საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა მაია გრძელიძემ.

გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო პორტრეტები, რომლებიც  საღებავების გარეშე არის შესრულებული.

"თავიდან ვქმნით ესკიზებს, ვხატავთ და შემდეგ ვიწყებთ შექმნას. ჩემი მიმართულება პორტეტებია, რომლებსაც ვქმნი ფრჩხილის ლაქით, სახის კრემეით და მსგავსი მასალებით"- განაცხადა დიზაინისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტმა თამარ ლაბაძემ.

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის მოდგილის შალვა კირთაძის თქმით, საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტი საკუთარ ნამუშევრებს უკრაინაში მიმდინარე წელსაც წარადგენს.

"უკრაინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოწვევით უკვე მეორედ იქნება წარმოდგენილი ჩვენი სტუდენტების ნამუშევრები, რაც ნამდვილად დიდი წარმატებაა, როგორც ფაკულტეტისთვის, ასევე, უნივერსიტეტისთვის " - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოდგილემ შალვა კირთაძემ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1974 წლიდან არსებეობს.

Print