ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორმა მესხიშვილის თეატრში იმღერა
FaceBook
იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში იმღერა.

გივი ჭიჭინაძემ ანსამბლ "ქართულ ხმებთან" ერთად 8 სიმღერა შეასრულა, რომელთაგან ერთი გუბერნატორის სოლო პარტია გახლდათ.

"ქართული ხმებისა" და სხვა შემსრულებლების კონცერტი მესხიშვილის თეატრში ხელოვნების ფესტივალ "ქართული სულის" ფარგლებში შედგა.

გივი ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ფესტივალი ამ სახელწოდებით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში 15 წელია ტარდება და მასში მონაწილეობენ ადგილობრივი ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებიც.

ფესტივალი "ქართული სული" ქართული ტრადიციული მეღვინეობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში გამართული კონცერტის მხარდამჭერი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ქუთაისის მერია გახლდათ.

კონცერტს ქუთაისის მერი, შოთა მურღულია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმოადგენლებიც ესწრებოდნენ.
Print