ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კონფერენცია დაიწყო
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით 26-ე საუნივერსიტეტო კონფერენცია მიმდინარეობს.

ღონისძიება ორი დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 754 სტუდენტი მიიღებს. თოთოეული მათგანი საკუთარ ნაშრომებს წარმოადგენენ.

"წარმოდგენილი თემები ძალიან საინტერსოა, თუნდაც იმიტომ, რომ სტუდენტების ნამუშევარია, მათი ნააზრევი და ნაფიქრი. ეს ეხმარება მონაწიილებს კიდევ უფრო გაიზარდონ და წარმატებას მიაღწიონ საკუთარ პროფესიაში," - განაცხადა სამეცნიერო ღონისძიებების სპეციალისტმა, რამაზ ხაჭაპურიძემ.

კონფერენციაში წერეთლის უნივერტსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ასევე თბილისის, ბათუმისა და თელავის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილებას.

Print