ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში მოქალაქეთა ახალი მისაღები მეორედ გაიხსნა
FaceBook
პირველად რეაბილიტირებული ახალი სივრცე მიმდინარე წლის 3 მაისს გაიხსნა.

ქუთაისის მერიაში მოქალაქეთა ახლადრეაბილიტერებული მისაღების განყოფილება მეორედ გაიხსნა. პირველად რებილიტირებული ახალი სივრცე 3 მაისს გაიხსნა. თუმცა, მაშინ ლენტი არ გაჭრილა.

დღეს ქალაქის მერმა მერიის მისაღები, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლოს დაუმასთან ერთად,საზეიმო ვითარებაში გახსნა.

"მოქალაქეები გაცილებით  მაღალი სერვისის მიღებით ისარგებლებენ. ISO სერთიფიკატი  თვითმმართველობისთვის არ ნიშნავს მხოლოდ  იმას, რომ ჩვენ გავჩერდეთ მოპოვებულით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ სტაგნაციის რეჟიმში",- განმარტა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა. 

მოქალაქეთა ახალი მისაღების გახსნის აღსანიშნავად ტორტიც გაჭრეს.

მერიის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ინდ. მეწარმე ნუგზარ მემარნიშვილმა შეასრულა, რაზეც ბიუჯეტიდან 99 986 ლარი დაიხარჯა.

ამ დრომდე მისაღებში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი იყო განთავსებული, რომელიც ლუდსახარში "მირზაანის" ყოფილ შენობაში გადავა.

თუმცა, მანამდე ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მერიაში იმ ოთახში იქნება განთავსებული, სადაც ადრე კანცელარია ფუნქციონირებდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერმა გასულ წელს 590 მოქალაქე მიიღო

რა ხდება ქუთაისის მერთან მოქალაქეთა მიღებაზე (ვიდეო)

Print