ახალი ამბები
"კოტონში" მომხდარ ქურდობის ფაქტზე არავინ დაუკავებიათ
FaceBook
მაღაზია "კოტონში" მომხდარ ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს აკეთებენ.

სამინისტროს განცხადებით, საქმე აღძრულია სსკ 177-ე მუხლით, რაც ქურდობას ითვალისწინებს.

შსს-ში განმარტავენ, რომ "კოტონში" გუშინ მომხდარ ტანსაცმლის ქურდობის ფაქტზე დაკავებული არც ერთი პირი არაა.

"დაკითხულია რამდენიმე პირი და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები," - განაცხადეს შსს პრეს-სამსახურში.

ქუთაისიპისტის ინფორმაციით, "კოტონში" ტანსაცმლის ქურდობის მასშტაბური ფაქტი გასული წლის ბოლოს დაფიქსირიდა, როდესაც მაღაზიიდან საერთო ჯამში 14 000 ლარის ღირებულების საქონელი ერთმა ქალბატონმა მოიპარა. ის ტანსაცმელს პერიოდულად იპარავდა, ფაქტზე კი გასული წლის ბოლოს დააკავეს.

შს სამინისტროში ამ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მაღაზია "კოტონის" შეტყობინების შედეგად, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა, რის შედეგადაც დაკავებული იქნა ერთი პირი.

შსს ბრალდებულის ვინაობას არ ასახელებს იმ მოტივით, რომ საქმეს ამჟამად სასამართლო იხილავს.


Print