ახალი ამბები
პოლიტიკური მოძრაობის ოფისი საცხოვრებელ სახლში ქუთაისში
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში ბუხაიძის #25-ში ახალი პოლიტიკური მოძრაობის ოფისი გახსნა.

საცხოვრებელი ბინა, სადაც აღნიშნული ოფისი იმუშავებს ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" ხელმძღვანელის, გიორგი მარდალეიშვილის სახლია.

"ჩვენი ოფისი ამტკიცებს, რომ არჩევნებს სჭირდება არა ფული, არამედ გული. გაიცანით ადამიანი, რომელმაც საკუთარი სახლი გადააკეთა საარჩევნო მოძრაობისთვის ცენტრად. ჩვენ არ უნდა ვხარჯოთ ბევრი ფული არჩევნებში იმიტომ, რომ ბევრი ვალდებულებები გვიჩნდება იმასთან, ვისაც ბევრი ფული აქვს. ყველას ვთხოვ, რომ ვისაც გაქვთ თავისუფალი სახლი, ოთახი, გავხსნათ ასეთი ოფისები. მეც ვაპირებ, რომ სოფელში ჩემი სახლი ოფისად გადავაკეთო. ასე იქნება ყველგან. ეს არის ინოვაცია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორი", გიორგი ვაშაძესთან ერთად, ევროპის კვირეულის ფარგლებში "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" მიერ ორგანიზებულ დღეს გამართულ მსვლელობას შეუერთდა.

გიორგი ვაშაძემ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა.



Print