ახალი ამბები
ევროპა ჩვენი მომავალია - ქუთაისში ევროპული დღეების კვირეული აღნიშნეს
FaceBook
5-16 მაისს საქართველოში ევროპის კვირეული აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქუთაისში ახალგაზრდებმა  "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" ორგანიზებით მსვლელობა მოაწყვეს. მათ ქუთაისში მოქმედი არასამთვრობო ორგანიზაცია "მედიატორის" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ახალგაზრდებმა, ევროკავშირისა და ქართული დროშებით, პრესის სახლიდან ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე გზის მონაკვეთი ფეხით გაიარეს.

ისინი განმარტავენ, რომ ევროპული ღირებულებები ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანია.

ქუთაისში ევროპის კვირეულის ფარგლებში გამართულ აქციას ახალი პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელი და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძეც შეუერთდა.

"მე შევუერთდი ამ ძალიან მაგარ აქციას, რადგან ევროპა არის ჩვენი მომავალი. ახლა არის ევროპულ დღეები. გარდა ამისა, დღევანდელი დღე სიმბოლურია, რადგან ცივილიზებულმა სამყარომ გაიმარჯვა ფაშიმზე. ამ ახალგაზრდებს ჩვენ უნდა ვენდოთ", - განაცხადა გიორგი
ვაშაძემ.

"ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" მენეჯერის, პაატა მანჯგალაძის განმარტებით, ეს მსვლელობა დაგეგმილია ფონდის სხვადასხვა პროექტებში მონაწილე ახალგაზრდების მიერ, არანაირი მიმართულება არ გააჩნია და მიზნად ისახავს ევროპული ღირებულებების მქონე ახალგაზრდების პოპულარიზაციას. 

ევროპული დღეების ფარგლებში მსგავსი მსვლელობის გამართვა ქუთაისის გარდა, კიდევ სხვა ქალაქებშიც არის დაგეგმილი.
Print