ახალი ამბები
"არ დაივიწყოთ წარსული" - 9 მაისი ომის ვეტერანებს მოსწავლეებმა მიულოცეს
FaceBook
ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით 9 მაისი ომის ვეტრებანებს საბრძოლო დიდების მუზეუმში მიულოცეს.
ღონისძიებაში სახელწოდებით "არ დაივიწყოთ წარსული" ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ მუზეუმში შეკრებილი ომის ვეტრენებისთვის მუსიკალური და ლიტერეტურული კომპოზიციები შეასრულეს.

"ამ ადამიანებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით სამამულო ომში. მათ დღემდე მოიტანეს ყოფილი საბჭოთა კავშირის და საქართველოს ისტორია," - განაცხადა "კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ელისო ქაროსანიძემ.

საქართველოს საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში ომის ვეტრენებს ამავე გაერთიანებისგან მადლობის სიგელები გადაეცათ.

გამარჯვების 71-ე წლისთავი ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.

1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

Print