ახალი ამბები
38 ადამიანი დარჩა ცოცხალი - ქუთაისში 9 მაისი აღნიშნეს
FaceBook
ქუთაისის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა ნინოშვილის ბაღში არსებულ მემორიალთან ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს.

"სულ 38 ადამიანი დარჩა ცოცხალი, ვინც მონაწილეობდა ამ ომში და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავახაროთ ისინი არამარტო ამ დღეს," - განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

გამარჯვების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა იმერეთის გუბერნატორმა.

"ეს არის სიხარულის დღე იმდენად, რამდენადაც ყველაზე დიდი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში. მეომარი ქვეყნებიდან საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო, ყოველი მე-9 ადამიანი დაიღუპა საქართველოდან. ასე რომ, ჩვენთვის დღეს განსაკუთრებული დღეა,"- აღნიშნა გივი ჭიჭინაძემ.

1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
Print