ახალი ამბები
ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება
FaceBook
მეორე მსოფლიო ომში 60 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 9 მაისს, საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში გერმანია დაამარცხა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ქალაქში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

ღონისძიებები დილის 9 საათიდან ნინოშვილის სკვერში დაიწყება. დღის 12 საათზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საფიჩხიის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებენ ომში დაღუპულთა ხსოვნას. მოგვიანებით კი ყვავილებით შეამკობენ საბრძოლო დიდების მემორიალს.

1939-1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომში 72 სახელმწფიო მონაწილეობდა, რა დროსაც 60 მილიონამდე ადამინი დაიღუპა.

Print