ახალი ამბები
"დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს"! - შსს "დიდი ტერორის" საარქივო მასალებს ასაჯაროებს
FaceBook
მასალებში ასახულია 1937-1938 წლების  საბჭოთა მანქანის სისასტიკე.

საბჭოთა რეჟიმის ყველაზე სისხლიანი პერიოდი, დაპატიმრებების, დახვრეტების და მასობრივი გადასახლების წლები, სტალინ-ბერიას ხელმოწერილი დოკუმენტები ადამიანების სხვდასხვა მეთოდით "განეიტრალების" შესახებ და  ჩეკა-ს ორწლიანი საქმიანობის საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი მასალები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 80 წლის შემდეგ გაასაჯაროვა.

დოკუმენტური წიგნი სახელწოდებით "დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!" - აგებულია სისხლის სამართლის საქმეთა 60 ტომში თავმოყრილ ფაქტებზე.

შსს-ს არქივში დაცული ათასობით საქმე, ასახავს სატალინისა და ლავრენტი ბერიას ეპოქის შინსახკომის თანამშრომელთა ცხოვრებას, მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეთა გაყალბების ფაქტებს, არაადამაინური მოპყრობის სცენებს, წამებისა და მორალური ზეწოლის ისტორიებს.

წიგნი თარგმნილია ინგლისურ ენაზეც.

წიგნთან ერთად, გაიმართა რამდენიმე მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, რომლებიც ასევე ასახავს "დიდი ტერორის" წლებში საბჭოთა მანქანის სისასტიკეს.



Print