ახალი ამბები
დატბორილი ქუჩა ზესტაფონის ცენტრში (ფოტო)
FaceBook
ზესტაფონის გამგებელი -"მილი მოძველებულია და ვერ ატარებს წყალს"

ზესტაფონის ცენტრალური ქუჩა დატბორილია.

აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება როგორც ფეხით მოსიარულეთათვის,  ასევე  სატრანსპორტო საშუალებისთვისაც პრობლემურია.

ადგილობრივები განმარტავენ, რომ დატბორვის მიზეზი გაუმართავი საკანალიზაციო სისტემაა.

"სულ ასე არის არის ხოლმე პატარა წვიმის დროსაც, მილი ვერ ატარებს ჩამდგარ წყალს", - განმარტავენ ადგილობრივები.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი ირწმუნება, რომ ადგილობრივი თვითთმართველობა უახლოეს მომავალში  გეგმავს საკანალიზაციო მილის რეკონსტრუქციას.

"მილი მოძველებულია და ვერ ატარებს წყალს.  სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის  თანხა უკვე გამოყოფილია. თუმცა, მანამდე არხის გაწმენდა მოხდება. ისე დღეს  ძლიერი წვიმა იყო", - ამბობს ზესტაფონის გამგებელი. მისი თქმით, საკანალიზაციო მილის სარეაბილიტაციოდ 28 000 ლარია გათვალისწინებული.

Print