ახალი ამბები
ფერეიდნელი ხელოვანის გამოფენა წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფერეიდანში მცხოვრები ჰელენ იოსელიანის გამოფენა გაიმართა.

ხელოვანმა მის მიერ შესრულებული ქართული ანბანის შრიფტი წარმოადგინა, რომლებსაც უკვე წლებია აკეთებს.

"საქართველოში ჩემი ნამუშევრების გამოფენა უკვე მესამედ ტარდება. მიხარია რომ, წერეთლის უნივერსიტეტშიც აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ჩემს ორნამენტებს, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შევქმენი," - განაცხადა ჰელენ იოსელიანმა.

ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველმა ხელოვანმა უნივერსიტეტში ხეზე და ქაღალდზე შესრულებული ორნამეტნები წარმოადგინა.

ჰელენ იოსელიანის თქმით, ის საქართველოში მომავალშიც გეგმავს გამოფენების მოწყობას, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნება მისი ნამუშევრები შეიძინონ.



Print