ახალი ამბები
საფეხბურთო თასის ფინალი ქუთაისში ჩატარდება
FaceBook
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალი, ისტორიაში პირველად, ქუთაისში ჩატარდება.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის "სიონმა" არსებობის ისტორიაში მეორედ მოახერხა საქართველოს თასის ფინალში გასვლა. პირველად, 2002-2003 წლის სეზონის თასის ფინალშიც "სიონის" მეტოქე თბილისის "დინამო" გახლდათ, რომელიც ამ ტიტულის მოსაპოვებლად მეთხუთმეტედ იბრძოლებს.

რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედოს", კლუბი საქართველოს ჩემპიონის თასის ფინალში გამარჯვებულად ორჯერ, 1998-99 და 2000-2001 წლების საფეხბურთო სეზონში გამოვლინდა.

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18 მაისს გაიმართება.
Print