ახალი ამბები
დღეს ხონელობას აღნიშნავენ
FaceBook
6 მაისი ხონში ქალაქის ტრადიციული დღესასწაულია.

"ხონელობა" წელსაც სპორტულ-კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ღონისძიებები დილიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ყვავილების, ეთნოგრაფიული ნამუშევრების, ძვირფასი ლითონებისა და ნუმიზმატიკის გამოფენა გაიმართება ცენტრალურ ბულვარსა და ისტორიულ მუზეუმში, მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობაში.

ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები პატივს მიაგებენ ქართველი რეჟისორის, ნანა მჭედლიძის ხსოვნას. ასევე, დაგეგმილია სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა, თვითნასწავლ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება ხონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონიალი.

"ხონელობა 2016" ყველისა და ჩაის გამოფენა-გაყიდვით დასრულდება.

Print