ახალი ამბები
ქუთაისის "ეტალონი" სტუდენტი შალვა ჩხეიძე გახდა
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ეტალონი" ჩატარდა.


პროექტის გამარჯვებული ამავე უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტი, შალვა ჩხეიძე გახდა.

"არ ველოდებოდი გამარჯვებას. საკმაოდ ძლიერი კონკურენცია იყო და გამიჭირდა კიდევაც გამარჯვება"- ამბობს შალვა ჩხეიძე.

კონკურსში მონაწილეობდა 50-მდე სტუდენტი სხვადასხვა ფაკულტეტიდან.

"არსებობენ კარგი და ძალიან კარგი უნივერსიტეტები და რამდენად კარგია უნივერსიტეტი ეს განპირობებულია იმით, თუ რამდენად აქტიურია ამა თუ იმ უნივერსიტეტის სტუდენტი. წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები ზეაქტიურები აღმოჩნდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სასწავლებელში არამარტო სწორ განათლებას აძლევენ სტუდენტებს, არამედ სწორ მიზნებს უსახავენ"- განაცხადა "ეტალონის" ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა. 

პროექტის ყველა მონაწილეს სიგელები გადაეცათ.
Print