ახალი ამბები
წესების დარღვევით დგომისთვის ქუთაისში ჯარიმებით მიღებულმა თანხამ 46 870 ლარი შეადგინა
FaceBook
ქუთაისში ავტოსადგომებზე პასუხისმგებელი კომპანია "პარკინგსერვისის" მიერ ჯარიმებით მიღებულმა თანხამ  46 870 ლარი შეადგინა. 

"პარკინგსერვისის" დირექტორის, ირაკლი სარიშვილის ინფორმაციით, ჯარიმებიდან მიღებული თანხა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში შევიდა.

სარიშვილის განმარტავს, რომ საჯარიმო სანქციები, ძირითადად, არასწორი პარკირების გამო განხორციელდა.

ქუთაისში სულ 274 ავტოსადგომია, აქედან 147 საერთო სარგებლობის, ხოლო 77 სპეცადგილი გახლავთ.

შპს "პარკინგსერვისის" მონაცემებით, პარკინგის აბონომენტით 15 000 მანქანა სარგებლობს. ამ დროისთვის სხვადასხვა ღირებულების პაკეტების გაყიდვით შემოსულმა თანხამ 380 684 ლარი შეადგინა.

ქუთაისში ავტოსადგომებზე პასუხისმგებელმა კომპანიამ, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გადაეცა, მუშაობა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო.

ქალაქის მასშტაბით პარკირება ფასიანი კი თებერვლიდან გახდა. შპს "პარკინგსერვისი" მძღოლებს სხვადასხვა ღირებულების პაკეტებს სთავაზობს.



Print