ახალი ამბები
"პარკინგსერვისში" 20 000 ლარამდე პრემია გაიცა
FaceBook
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს "პარკინგსერვისში" დასაქმებულთა პრემიებზე მიმდინარე წელს 19 900 ლარი გაიცა.

"პარკინგსერვისის" ადმინისტრაციის მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, პრემია კომპანიაში დასაქმებული 36 თანამშრომლიდან  29-მ  მიიღო. 

"პარკინგსერვისის" დირექტორის, ირაკლი სარიშვილის განმარტებით, პრემიები შესრულებული სამუშაოების მიხედვით გაიცა. გარდა ამისა, მისი თქმით, ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის პერიოდულად შიდა ატესტაციები ჩატარდება, რომლის საფუძველზეც პრემიებს კომპანიაში დასაქმებული სხვა პირებიც მიიღებენ. 

ქუთაისის მერიამ ქალაქში პარკირების უზრუნველყოფის საკითხი მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას მას შემდეგ გადასცა, რაც ავტომანქანების სადგომ ადგილებზე გამოცხადებული აუქციონი სამჯერ ჩაიშალა.

შპს "პარკინგსერვისმა", რომელსაც ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გადაეცა, მუშაობა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო.

ამ დროისთვის ქალაქში სულ 274 ავტოსადგომია, აქედან 147 საერთო სარგებლობის, ხოლო 77 სპეცადგილი გახლავთ.


Print