ახალი ამბები
5 მაისს ქუთაისში აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.

კომპანია "ენერგო პრო- ჯორჯიას" ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 5200 აბონენტს ქუთაისში.

შეზღუდვის მიზეზი მაღალი ძაბვის ქვესადგურ "სათაფლიაში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია. აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.

"110/35/6 კვ ქვესადგურში "სათაფლია" დაგეგმილი პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ირაკლი აბაშიძის, ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2 მიკრო-რაიონს, შარტავას, გამარჯვების, ზვიად გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლენინაკანის, მეველის, ჯავახიშვილის, შერვაშიძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს. ელექტროენერგიის მიწოდება ამავე პერიოდში შეუწყდება წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯის 620 მომხმარებელსაც," - აღნიშნავენ "ენერგო პრო-ჯორჯიაში"

კომპანიის ინფორმაციით, აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.


Print